პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ

პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა, ქვეყანაში კორუფციის მაღალი რისკები იკვეთება, რასაც ბოლოს დაკავებული სამი პირის საქმეც ადასტურებს, რომელსაც სახელმწიფო, 30 მლნ ლარის დღგ-ს აქტივის შექმნას ედავება.

დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, როდესაც ასეთ თანხაზეა საუბარი, მისი შექმნა მაღალჩინოსანთა ზედამხედველობის გარეშე ვერ ხდება. კობერიძის თქმით, შექმნილი სქემა აპრობირებული 1990- იანი წლებში იყო, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარტყმებს აყენებს.

"როდესაც ქვეყანაში იწყება დღგ-ს ფაქტურების გაყალბება, ამის იქით ძალიან დიდი კატასტროფა შეიძლება იყოს. რაც ახლა მოხდა, რომ 30 მლნ შეიქმნა ჰაერიდან, აყენებს შესაბამისი სამსახურების მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს. მათი ზედამხედველობის გარეშე, მსგავსი ტიპის ოპერაციის გაკეთება ერთ დღეში არ ხდება. 30 მლნ-ის დღგ-ს ფაქტურის გათეთრება ნიშნავს, რომ ჰაერიდან ხდება ფულის მოტანა, დაბეჭდვა და შემდგომში ეს ფული შედის რეალურ ბრუნვაში - რა ლარის კურსის გამყარებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში ჰაერიდან ხდება ფულის გაჩენა. ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა მოხდეს ფინანსთა მინისტრისა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოსმენა პარლამენტში. ის, რომ ძიება მიმდინარეობს, არაფერს ნიშნავს," - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

მისივე თქმით, ფინანსთა მინისტრისა და საგამოძიებო სამსახურის უფროსის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხზე დეპუტატებთან კონსულტაციები ექნება.

პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა მინისტრი და საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაიბარონ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა