ზვიად კუპრავა მხარდამჭერებს - კონცერტი, სპექტაკლი როგორ მოგეწონათ გუშინ?

კონცერტი, სპექტაკლი როგორ მოგეწონათ გუშინ? - ამ სიტყვებით მიმართა „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში მყოფ პირებს.

აღნიშნილი რეპლიკით, კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელის მიხედვითაც, კუპრავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დარჩა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელშიც ის ადვოკატის ძალადობაშია ბრალდებული.

დღევანდელ სხდომაზე დაზარალებული ირაკლი ზაქარეიშვილი დაიკითხება.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ბრალი 2019 წლის 19 თებერვალს წაუყენეს. ზაქარეიშვილი კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე თვის წინ მოხდარ ფაქტს.

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას ზვიად კუპრავა თავს დაესხა. მისივე განმარტებით, სასამართლოს ეზოში მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო