ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს

ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მაღაროელების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იმ შეთანხმების დეტალები განიხილეს, რომელიც მაღაროელების 10-დღიანი გაფიცვის შემდეგ იქნა მიღწეული.

რაც შეეხება ხელფასებს, სუბარის თქმით, ხელფასის მომატებაზე ის შეთანხმება, რაც მიღწეულია დროულად შესრულდება.

„ორი კვირის წინ მოხდა ჭიათურაში საბოლოო შეთანხმება. დღეს არის პირველი შეხვედრა, როცა ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა რა ეტაპზე ვართ. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით, ხელფასებზე შეთანხმება უკვე იცით რომ მიღწეულია, დარჩა ყველაზე სერიოზული პრობლემა რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო ჯანდაცვით. მიღწეულია შეთანხმება. ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც მიიღებენ ყველა იმ აუცილებელ დახმარებას, რაც საჭირო იქნება, შემდეგ საჩხერის საავადმყოფო მოემსახურება მათ სრულად. ეს კლინიკა უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. შევთანხმდით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი. რაც შეეხება ხელფასებს, მოლაპარაკება, რომელიც ხელფასზეა მიღწეული, შესრულდება ზუსტად და შეიძლება გარკვეული წინსწრებითაც",- განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა