“ბილტმორმა” ერთგულ მომხმარებლებს ახალგახსნილ საზაფხულო სივრცეში უმასპინძლა

“ბილტმორ თბილისმა“ ერთგულ მომხმარებლებს ახალგახსნილ საზაფხულო სივრცეში - „აზურა ბარში“ უმასპინძლა.

„აზურა ბარი“ „ბილტმორ თბილისის“ სივრცეში დედაქალაქის შუაგულში მდებარეობს და აუზსა და ბარს მოიცავს. „აზურა ბარის“ კონცეფციის თანახმად, აუზი და ბარი შადრევნებით გაფორმებულ გამწვანებულ სივრცესაც აერთიანებს, რომელიც მყუდროდ დასვენებას უზრუნველყოფს.

„აზურა ბარში“ სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ წვეულებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სასტუმროს ადმინისტრაციისგან დაწესებული პრიზები გათამაშებაში მოეგოთ. ღონისძიებაზე განწყობას მუსიკალური ბენდი ქმნიდა.

„ბილტმორ თბილისის“ მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი, ნინო ჩეჩელაშვილი აღნიშნავს, რომ „აზურა ბარის“ კონცეფცია ცხელ ზაფხულში დედაქალაქის მცხოვრებთა საჭიროებებზე მთლიანად იქნება მორგებული.

„აზურა ბარი“ თბილისის ცენტრში არსებული სივრცეა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ზაფხულის ცხელ დღეებში თავი ქალაქიდან შორს იგრძნონ და სიგრილეში კოქტეილებით ისიამოვნონ. აღსანიშნავია, რომ ბარი მდებარეობს „ბილტმორ თბილისის“ აუზის გვერდით, რაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმისათვის რომ აქ მყოფმა სტუმრებმა ცურვისა და გარუჯვის პარალელურად ცივი კოქტეილებითა და უგემრიელესი კერძებითაც ისიამოვნონ. ეს არის მყუდრო, გამწვანებული სივრცე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია ყველა იმ ადგილისგან, რომლებიც დედაქალაქში არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა მან.

„ბილტმორის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, „აზურა ბარი“ არამხოლოდ დასვენებისთვის, არამედ წვეულებებისთვისაც არის განკუთვნილი. მათ შორის, მასშტაბური ქორწილისთვის, ხელის მოწერის ცერემონიალისთვის, კორპორაციული ღონისძიებებისთვის და ა.შ.

„ბილტმორ თბილისის“ გაყიდვების დირექტორი მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, რომ „აზურა ბარს“ სტუმრებისთვის სპეციალური საზაფხულო მენიუ აქვს. ბარში წარმოდგენილი კოქტეილები და ჯანსაღი კერძები კი უმაღლესი ხარისხის პროდუქტებისგან მზადდება.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „აზურა ბარში“ ძალიან სასიამოვნო გარემოა. აქ ჩვენს სტუმრებს ბევრი საინტერესო სიუპრიზი ელოდებათ. გვაქვს სპეციალურად შემუშავებული მენიუ, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძებს. საკმაოდ მრავალფეროვანია სასმელებისა და კოქტეილების არჩევანიც“, - აღნიშნა მარიამ ქუთათელაძემ.

როგორც „აზურა ბარის“ წარმომადგენლები განმარტავენ, ზაფხულის განმავლობაში აზურას სივრცეში მოეწყობა სხვადასხვა კონცერტები და ივენთები. გარდა ამისა ყოველ ორშაბათს და სამშაბათს საღამოს 20:00 საათიდან 23:00 საათამდე დაუკრავს DJ. „აზურა ბარი“- ყოველდღე 16:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო Pool bar 9:00 საათიდან 21:00 საათამდე.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს