მაია ცქიტიშვილი ფოთის ღრმაწყლოვან პორტზე - ამ ეტაპზე საკითხი ამოწურულია, სხვა განცხადებები ფოთის პორტის მხრიდან, ჯერჯერობით კვლავ არის განცხადებები მათი სურვილების შესახებ

ამ ეტაპზე ეს საკითხი ამოწურულია, ბრძანება გაუქმებულია და სხვა განცხადებები ფოთის პორტის მხრიდან ჯერჯერობით არის კვლავ განცხადებები მათი სურვილების შესახებ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენდირექტორის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იცოდა თუ არა მინისტრმა, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გეგმების შესახებ, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ფოთის პორტის არსებობა სიახლე არაა, და ფოთის პორტის გაფართოვებაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი, თუმცა ეს გეგმები გეგმებად რჩება.

„ფოთის პორტი არსებობდა მანამდე, სანამ ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებდა მთავრობა, შესაბამისად, ფოთის პორტის არსებობა ალბათ არავისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს, მათ შორის არც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და ინვესტორებისთვის.

რაც შეეხება ფოთის პორტის გეგმებს გაფრთოვებასთან დაკავშირებით, ამაზეც უშუალოდ ფოთის პორტს არაერთხელ განუცხადებია, რომ აქვთ გეგმები, ეს გეგმები სამწუხაროდ, მხოლოდ გეგმებად რჩება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მიწათსარგებლობის პირობების ბრძანება, რომელიც დარღვევებით გაიცა, გაუქმებულია და ეს საკითხი ამოწურულია, ამასთან, ბუნებრივია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პარალელურად ფოთის პორტი გაფართოვებაზე ფიქრობს.

„კონკრეტული ბრძანება, რომელიც არა ნებართვა, არამედ მიწათსარგებლობის პირობები იყო, ხარვეზებით იყო გაცემული. მთავარი ხარვეზი ის იყო, რომ მიწათსარგებლობის პირობები სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გაიცა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს საკითხი ამოწურულია, ბრძანება გაუქმებულია და სხვა განცხადებები ფოთის პორტის მხრიდან არის ჯერჯერობით კვლავ განცხადებები მათი სურვილების შესახებ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა „ინტერპრესნიუსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. როგორც მან განაცხადა, არ აპირებდა ნავსადგურის საიდანღაც „შემოპარებას“, ჰქონდა შეხვედრები რამდენიმე მინისტრთან და სამინისტროების ოფიციალურ წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, კლაუს ლოურსენი აცხადებს, რომ მოელის გაუქმებული ბრძანებით მინიჭებული უფლების აღდგენას და ქვეყანაში სამართლიანი კონკურენციის არსებობის საჭიროებაა, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნა უცხოელი ინვესტორების დაეჭვებას იწვევს.

დავით ნარმანია - თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2019
დიმიტრი შველიძე  -  მომავალი პარლამენტი ნაყიდი დეპუტატებით და ფრაქციებით აივსება
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიამ“ 10 წლის იუბილე აღნიშნა