ილია ელოშვილი ბაღების პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიისთვის მილიონ ნახევარი ლარის დამატებას კვების გაუმჯობესების მიზნით ხსნის

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიისთვის დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დამატებას ბაღებში კვების გაუმჯობესების მიზნით ხსნის. ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანიისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დამატებით დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის მობილიზების საკითხს.

ილია ელოშვილის თქმით, დამატებითი თანხა, რომელიც კომპანიას გადაერიცხება, ახალი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და მოხმარდება ბაღების საკვებით უზრუნველყოფასა და აღსაზრდელების კვებას.

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია "ნილი", რომელიც ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა ბაღებში საკვების შეტანას ყველაზე დაბალი ფასით იყო გამარჯვებული. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ ათეულობით მილიონობით ლარის ეკონომია. ეს არის ძალიან დადებითი მხარე. კომპანია "ნილმა", ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვეღარ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მასთან კონტრაქტის გაწყვეტა მოხდა. კონტრაქტის გაწყვეტა არის ძალიან ფორსმაჟორული, რთული მდგომარეობა, მითუმეტეს, როცა საუბარი არის ბავშვების კვებაზე. მოხდა მყისიერად, დროებით კვების უზრუნველყოფის საბავშვო ბაღების მიერ თავის თავზე აღება.

ასევე, უფრო კოორდინირებული რომ ყოფილიყო მიწოდება მოხდა ერთი კომპანიის გარდამავალი პერიოდით-ერთი თვით შეყვანა. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გვქონდა ბაღებზე, რომ არ მომხდარიყო ციკლის, პერიოდულობის და ხარისხის დარღვევა, რითაც უნდა ვკვებოთ ჩვენი აღსაზრდელები. შესაბამისად, მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მთლიანად სააგენტოს კოლექტივს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც ევალება ბავშვების კვებით უზრუნველყოფა. ამ ერთი თვის განმავლობაში ისინი სწევენ განსაკუთრებულ ძალისხმევას და შესაბამისად, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ მოხდეს დარღვევა“,-განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, ბაგა- ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელ კომპანიას „ნილი“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ შეუწყვიტა. მიზეზად კი კომპანიის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დასახელდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ბაღების კვებით მომარაგებას ახალი კომპანია „მზიური“ უზრუნველყოფს. აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე, ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო