არჩილ თალაკვაძე - აშშ-სთან საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მაღალ ნიშნულზეა - მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რაც პომპეომ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა

მაიკ პომპეომ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის პროგრესს მიესალმება და საქართველო დემოკრატიას სწორი გზით ანვითარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა.

„ამერიკასთან საქართველოს თანამშრომლობა ძალიან მაღალ ნიშნულზეა და ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რაც ბატონმა პომპეომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მან სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღას პრაქტიკულად მხარი დაუჭირა, ვინაიდან თქვა, რომ ეს რეფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან ასევე მკაფიოდ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, როდესაც თქვა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერა ექნება. ბატონმა პომპეომ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და პროგრესს მიესალმება და საქართველო თავის დემოკრატიას სწორი გზით ავითარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია. ჩვენთვის ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია და თითოეულ გზავნილსა და შეფასებას, რომელსაც ამერიკა ჩვენს მიმართ აკეთებს, ზუსტად ასეთი მიდგომა აქვს ჩვენი მხრიდან, რომ ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის შეფასება და მხარდაჭერაა“, – გაბაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა