საქართველოს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი და მისი პირველი მოადგილე ეწვევიან

13-14 ივნისს, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ირინა ფრიზი და მისი პირველი მოადგილე, გრიგორ გალაგანი, ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

ვიზიტის მიზანია, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის, სტრატეგიის, მიმართულებების, პრიორიტეტების გაცნობა და უწყების გამოცდილების გაზიარება. ქალბატონი ირინა ფრიზი, მისი მოადგილე, უკრაინის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი, ოლეგ ორლოვი და საქართველოში უკრაინის საელჩოს პასუხისმგებელი თანამდებობის პირები 13 ივნისს, 11:00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეწვევიან, სადაც ოფიციალური შეხვედრა გაიმართება. სტუმრები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მუშაობის პრინციპებს, სტრატეგიულ ამოცანებს, ადმინისტრაციულ მოწყობას და პრიორიტეტებს გაეცნობიან. გაიმართება პრეზენტაცია, რომელსაც უწყების დირექტორი, გენერალი, ვლადიმერ იმნაძე, წარადგენს.

„ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია "ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალისა" და "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრის" დათვალიერება. 14 ივნისს კი- "ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის" უფროსის, ლევან ჯუღელის, პრეზენტაცია ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის დაცვის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

ასევე დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ორ უწყებას შორის და ვეტერანთა სოციალური, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთობლივი პროექტების შემუშავება.

აღსანიშნავია ის, რომ უკრაინაში ვეტერანთა საქმეების სამინისტრო ახლად ჩამოყალიბებულია. საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, როგორც რეგიონში სამაგალითო უწყების მუშაობის გამოცდილების გაზიარება, უკრაინულ მხარეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისმა უწყებებმა ურჩიეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო