სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი - რუსთავის მიმდებარედ კალიების გავრცელებასთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიების გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ლიპარტელიანმა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რეგიონის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტო, საკარანტინო მავნებლების გავრცელების რისკის შეფასებიდან გამომდინარე, სისტემატურად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, კერძოდ, კალიების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატით იწამლება ის ტერიტორიები, სადაც მოსახლეობა არ მოძრაობს და არ არის საქონლის გადასარეკი სპეციალური ტრასები.

,,კალიების საწინააღმდეგო პრეპარატით, ჩვენ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება სპეციალური ხსნარით უკვე დაწყებული გვაქვს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც გატარდა შესაბამისი ზომები. თუმცა აქვე აღსანიშნავია, ის, რომ პრეპარატი, რომელიც კალიების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არის ტოქსიკური. აქედან გამომდინარე, ჩვენ დასახლებულ პუნქტებში და საქონლის გადასარეკ ტრასებზე ტერიტორიების შეწამვლას არ ვახორციელებთ, მოსახლეობას კი ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ საკუთარი ეზოები თავად შეწამლონ სხვა პრეპარატით. ამ პრეპარატს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, კალიების საწინააღმდეგო მოქმედების ორკვირიანი ვადა აქვს. რაც შეეხება რუსთავს, საქმის კურსში ვართ და ხდება კალიების გავრცელების კერების დამუშავება“, - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მოქალაქეებმა დღეს დიდი რაოდენობით კალია შენიშნეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა