არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ მშვიდობიან და საქმიან პოლიტიკას სთავაზობს საზოგადოებასა და ოპოზიციას

ქართული ოცნება“ მშვიდობიან და საქმიან პოლიტიკას სთავაზობს საზოგადოებასა და ოპოზიციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო საკითხებზე ჩანიშნული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ქართულ ოცნებას" რეალური ცვლილებების განსახორციელებლად პოლიტიკური ნება აქვს გამოხატული.

„ქართული ოცნება“ მშვიდობიან და საქმიან პოლიტიკას სთავაზობს საზოგადოებასა და ოპოზიციას, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ დაბნეული ჩანდა. მათ სამუშაო მაგიდასთან მოვუხმეთ და იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე პროდუქტიული სამუშაო პროცესი გვექნება. ამ პროცესში ჩართული იქნება ოპოზიციაც და ზედმიწევნით ეუთო-ს რეკომენდაციებს მივყვებით. იქ, სადაც არგუმენტებია და საჭიროება ცვლილებების, საერთო შეთანხმებით ცვლილებებს განვიხილავთ. პოლიტიკური ნება რომ არ გვქონდეს, სამუშაო ფორმატს არ შევქმნიდით. პოლიტიკური ნებაა და მზად ვართ, სამუშაო პროცესისთვის. ვნახოთ, ოპოზიცია რამდენად კონსტრუქციული და საქმიანი იქნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ორგანიზებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე, ხვალ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.