ევროკავშირი წარმომადგენლების დონეზე ყირიმის სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის მიმართ სანქციების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე შეთანხმდა. სანქციები ითვალისწინებს ყირიმში ინვესტიციების ჩადების, ასევე საქონლის იმპორტის აკრძალვას. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ. ამის შესახებ „ტვიტერში“ უკრაინის მუდმივმა წეარმომადგენელმა ევროკავშირში, ნიკოლაი ტოჩინსკიმ დაწერა.

ტოჩინსკი მოუწოდებს ევროკავშირს, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე ყირიმელი თათრების წინააღმდეგ რეპრესიებისა და ადგილობრივი მოსახლეობის „პასპორტიზაციის“ გამო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს