მოსკოვში, ივან გალუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვის ქუჩებში რუსი ჟურნალისტის, ივან გალუნოვის მხარდამჭერი მარში გაიმართა. ასობით ადამიანი მეტროსადგურ „ჩისტიე პრუდისთან“ შეიკრიბა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პოლიციის მოწოდებას არ დაემორჩილნენ, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 90 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათ შორის არის რუსი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს. აქციის მონაწილეთა განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ძირითადად ის ადამიანები დააპატიმრეს, რომლებსაც ივან გალუნოვის მხარდამჭერი მაისურები ეცვათ.

გამომძიებელი ჟურნალისტი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში იყო ბრალდებული, თუმცა ბრალის დაუმტკიცებლობის გამო მის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.

იხილეთ ვიდეო: ივან გალუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო