„ნაციონალური მოძრაობა“ საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპენსიო რეფორმებთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის ინიციატივა, რომელიც წინასწარ აღებულ პენსიებსა და საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გაუქმებას გულისხმობს, ზალიკო უდუმაშვილმა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში მცხოვრებ პენსიონერებს გააცნო.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, პენსიონერებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ნული პროცენტი უნდა იყოს, ასევე, ყველა პენსიონერს, რომელსაც ამ დრომდე პროცენტების სახით დიდი ოდენობის თანხა ჩამოეჭრა, უკან დაუბრუნდეს.

აღნიშნულ ინიციატივას შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს და იმედი გამოთქვეს, რომ მთავრობა მათ მძიმე მდგომარეობას გაითვალისწინებს და ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინიციატივა განხორციელდება.

ლევან ალაფიშვილი - მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის კანონით დასჯადი, სასამართლოს განაჩენი სწორედ მთავრობის მსახურებად შეიძლება განვიხილოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
9 აგვისტოს ბათუმში Bene Exclusive-ის ორგანიზებით, Mercedes-Benz-ის ოფიციალური ღონისძიება რიგით მეხუთედ გაიმართება
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს
„თბილისის აკრები“ - ახალი უბანი თბილისის ცენტრში, სადაც ყველა შესაძლებლობა ახლოსაა
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებლები საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს მიმართავენ
24 სექტემბრიდან „ინოვაციების კანონში“ შესული ცვლილებები ამოქმედდება - სიახლე სტარტაპერებისთვის