დავით ბაქრაძე - რაც უფრო კარგად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რაც ასე საჯაროდ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მით უკეთესია მისთვის

რაც უფრო კარგად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რომელიც ასე საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მით უკეთესია მისთვის,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" საქმე კარგად არ მიდის.

„პომპეოს გზავნილებში მკაფიოდ ჩანდა ორი ბლოკი. პირველი - ეს არის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს, ჩვენი უსაფრთხოების, ნატო-ში გაწევრიანების, ქვეყნის ერთიანობის მიმართ და მეორე - ღია შეშფოთება და სიგნალი ხელისუფლებას ისეთ თემებზე, როგორიც არის: არჩევნები, სასამართლო, პარლამენტის როლი და ანაკლიის პორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საქმე მიდის ძალიან კარგად ჩვენს მთავარ პარტნიორთან, მაგრამ "ქართული ოცნების" საქმე კარგად არ მიდის. რაც უფრო კარგად გაიგებს დღევანდელი ხელისუფლება იმ სიგნალებს, რომელიც ასე საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მით უკეთესია მათთვის. კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა. როდესაც ასეთ პრესკონფერენციაზე უმაღლეს დონეზე საჯაროდ ხდება პრობლემური საკითხების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს მართლაც გააჩნია სერიოზული პრობლემები იმ თემებზე, რაც არის საქართველოს შიდა დემოკრატია, არჩევნები, სასამართლო და სტრატეგიული პროექტი ანაკლიის პორტი,"- განაცხადა ბაქრაძემ.

გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.

„პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, - ამის შესახებ მაიკ პომპეომ ვაშინგტონში მამუკა ბახტაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა