C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა 1 700 000-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა

C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევის ხელმისაწვდომობამ საშუალება მოგვცა, რომ დღეის მდგომარეობით, 1 700 000 ადამიანს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უფასო სკრინინგული კვლევების ჩატარება შესაძლებელია როგორც პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.

„სწრაფი, მარტივი სკრინინგული კვლევა, ხელმისაწვდომია ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე, სავადებულოა, სტაციონირებული ყველა პაციენტისათვის. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ყველა დაწესებულებაში. ასევე ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში. უფრო მეტიც, ის ხელმისაწვდომია, ისეთ არასამედიცინო დაწესებულებებში, როგორიცაა იუსტიციის სახლები. ქვეყნის მასშტაბით, 12 იუსტიციის სახლში არის ხელმისაწვდომი სწრაფი, მარტივი სკრინინგული კვლევის ჩატარება, რომელიც არის სრულიად უსასყიდლო და პაციენტს არც ერთი თეთრის გადახდა არ უწევს ამ კვლევის ჩასატარებლად. ამ მაქსიმალურმა ხელმისაწვდომობამ, მოგვცა იმის საშუალება, რომ მილიონ 700 000 პირი არის დღეის მდგომარეობით დასკრინინგებული და ეს რიცხვი, დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ეკა ადამიამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 60 000-ზე მეტ პირს, ხოლო მკურნალობის პროცესი 55 000-მდე პირს აქვს დამთავრებული.

„C ჰეპატიტზე, ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ანუ 2019 წლის ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში სწრაფი, მარტივი სკრინინგული კვლევა ჩატარებული აქვს 1 700 000 -ზე მეტ პირს. მათგან დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 60 000-მდე მეტ პირს და მკურნალობის პროცესი დამთავრებული აქვს 55 000-მდე ადამიანს. ეს არის ძალიან სერიოზული მაჩვენებელი, რასაც მიაღწია ელიმინაციის პროგრამამ“, - განაცხადა ეკა ადამიამ. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი უმთავრესი მექანიზმია პროექტის დეცენტრალიზაცია, რაც გულისხმობს პროგრამის არა მხოლოდ სკრინინგული და სწრაფი, მარტივი ტესტის გავრცელებას, არამედ მთლიანად პროგრამის - მკურნალობის და მოვლის სერვისების გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და ზიანის შემცირების ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო