ლევან ხაბეიშვილი - ტაქსების რეფორმა აუცილებლად ჩავარდება

ტაქსების რეფორმა აუცილებლად ჩავარდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერის ინიციატივა, ტაქსის მძღოლებისთვის იაფი სესხების შესახებ, ამ ადამიანებისთვის შეღავათი არ იქნება.

„ეს პროექტი აუცილებლად ჩავარდება მარტივი ლოგიკის გამო: არც ერთი ნორმალური ადამიანი, ყოველ შემთხვევაში დიდი პროცენტი ტაქსის მძღოლებისა არ გადაღებავს ავტომობილს თეთრად, იმიტომ, რომ შემდეგ მას ამ ავტომობილის გადაგდება მოუწევს, რადგან ამ თეთრი ფერის მანქანებს ფასი აუცილებლად შეუმცირდება და მეპატრონეებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ის ადამიანები კი, ვინც არ გადაღებავენ მანქანებს თეთრად და მაინც გააგრძელებენ ტაქსაობას, ეს კიდევ ცალკე პრობლემა იქნება. ამიტომ, მარტივი ლოგიკის გამო, ეს პროექტი ჩავარდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროექტის მთავარი მიზანი ტაქსის მძღოლების „ბაზრიდან“ გაყვანა და მონოპოლიის დამყარებაა, რომლის დაწესებაც და წილში ჩაჯდომაც კალაძეს უნდა.

„თეთრი ფერი არ არის სერვისი, არ არის კომფორტი და არ არის უსაფრთხოების განმსაზღვრელი, შესაბამისად ეს ახირება მართლა მოგონილი ამბავია. ჩვენ რომ შვეიცარიის დონის ქვეყანა ვიყოთ ეკონომიკითაც და დოვლათითაც, შესაძლოა, შემდეგ ვიფიქროთ მსგავს რაღაცებზე, მაგრამ მაშინ, როდესაც ქვეყანაში სრული ეკონომიკური კატასტროფაა, ამ ადამიანებისთვის დამატებითი რეგულაციები და დამატებითი გადასახადების დაწესება ნამდვილად უსამართლოა.

რაც შეეხება შეღავათიან სესხებს ტაქსის მძროლებისთვის, რა სისულელეა? კალაძეს ჰგონია, რომ ამით რაიმე შეღავათი ექნებათ ამ ადამიანებს? რატომ უნდა აიღონ სესხი, რისთვის? იმიტომ, რომ კალაძემ ტაქსებზე თეთრი ფერი მოინდომა? ეს ადამიანები, რომლებიც ორი კაპიკისთვის და ლუკმა-პურის საშოვნელად ტაქსაობენ, კიდევ სესხები უნდა აიღონ? - მართლა სასაცილოა და პირდაპირი დაცინვაა ჩვენი მოქალაქეების“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, კახა კალაძე „დისპეჩერის“ ფუნქციებს უფრო ითავსებს, ვიდრე ქალაქის მერის.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ იაფი სესხი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა