ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპანიის შპს „ალგეთის“ დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.

ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტერდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის გაზაფხულზე არის დაგეგმილი, რის შემდეგაც 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო