ზურა ხაჩიძე - გამოცდილება, რომელიც ჩემს სფეროში შევიძინე, დამეხმარება შევუერთდე და ხელი შევუწყო სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციას

გუბერნატორს ძალიან ბევრი ახალი გეგმა და პროექტი აქვს, ძალიან დადებითი ადამიანია. მსურს, ამ გუნდს შევუერთდე და ბევრი რამ გავაკეთო ისეთი, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება,“ - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახალმა მოადგილემ ზურა ხაჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ახალ თანამდებობაზე ის კულტურის, განათლებისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებებით იმუშავებს.

„ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება სამცხე - ჯავახეთის პოპულარიზაცია და ის, რომ გავაგრძელო გუბერნატორის მიერ დაწყებული პროექტები. ჩემი მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება კულტურული და საგანმანათლებლო. გუბერნატორს ძალიან ბევრი ახალი გეგმა და პროექტი აქვს, ძალიან დადებითი ადამიანია. მსურს, ამ გუნდს შევუერთდე და ბევრი რამ გავაკეთო ისეთი, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ის გამოცდილება, რომელიც ჩემს სფეროში შევიძინე, დამეხმარება შევუერთდე და ხელი შევუწყო სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციას. ეს მხარე ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის და ცოტა უნდა გამოცოცხლდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ტურისტული პოტენციალის ათვისება და განვითარება, იქნება ეს ბორჯომში, ახალქალაქში, ვარძიაში, ასპინძაში ჩატარებული ღონისძიებები და პროექტები.

ახლო მომავალში, დაახლოებით 1 თვეში ჩემს პროექტებსაც შემოგთავაზებთ. ღია იქნება ეს ინფორმაცია და მეც ყოველთვის ღია ვიქნები ჟურნალისტებთან იქიდან გამომდინარე, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ რეგიონს და უფრო მეტად ჩაგაყენოთ საქმის კურსში,“ - განაცხადა ხაჩიძემ.

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე დღეს დაინიშნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა