ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზღვრის დამდგენი კომისიის მონაწილეობით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას ითხოვს

უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზღვრის დამდგენი კომისიის მონაწილეობით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას ითხოვს.

დეპუტატის აზრით, დავით-გარეჯის საკითხზე “პარლამენტის შიგნით საჭიროა დალაპარაკება“.

“ჩვენ, პარლამენტის წევრები, ვისაც რაღაცის შეტანა შეგვიძლია საქმის ფორსირებასა და კარგად წარმართვაში, ამ პროცესისგან აბსოლუტურად იზოლირებული ვართ, მაშინ როდესაც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. იქნებ მოვახერხოთ კომისიის მოსმენა, რომლის მუშაობაც აღდგა. თუკი არის საკითხები, რაზეც საჯაროდ ვერ ისაუბრებენ, ფორმატი თვითონ შემოგვთავაზონ. ყველანაირ ფორმატს დავთანხმდებოდი, ოღონდ მთავრობამ რაღაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და პარლამენტის დაინტერესებული წევრები საქმის კურსი ჩაგვაყენოს - სადაც ვართ, რას ვაკეთებთ და რა მანდატით მოქმედებს კომისია“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის მოსმენისას.

კვაჭანტირაძის პასუხად კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განმარტა, რომ ჰქონდეს რწმენა, რომ საკომიტეტო მოსმენა პოპულისტურ მოსმენაში არ გადაიზრდება და შინაარსობრივი მოსმენა იქნება, დახურულ ფორმატში საკომიტეტო მოსმენას აუცილებლად მოიწვევდა.

“ჩვენ ვიცით, როგორ მიდის კომისიის მუშაობა, ვადევნებთ თვალ-ყურს - არ ვართ საინფორმაციო ვაკუუმში. როდესაც სენსიტიურ საკითხებს ეხება საქმე, სხდომის დახურვასაც კი უსაფუძვლო აჟიოტაჟი მოჰყვება“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ ზვიად კვაჭანტირაძის პასუხად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო