დაბა ჩაქვში, პირის მიმართ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ტელეგადაცემაში მონაწილეობის გამო  მუქარის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ერთი პირი მიეცა.

მუქარა ერთ-ერთი პირის მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ტელეგადაცემაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

„2019 წლის 22 მაისს, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე უ.ყ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულ იქნა ინციდენტის შემსწრე ყველა პირი.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 19 მაისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ზ.ყ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქე უ.ყ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღნიშნული მუქარა გამოწვეული იყო უ.ყ.-ს მიერ ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგადაცემაში მონაწილეობის მიღებით.

ბრალდებულ ზ.ყ.-ს წარედგინა ბრალდება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - აცხადებენ შსს-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო