რამზან კადიროვი - დაუფიქრდით რას ამბობთ,  თორემ თითებს დაგამტვრევთ და ენას ამოგაძრობთ  - პროვოკაციულ კომენტარებს და ვიდეოებს უყურადღებოდ არ დავტოვებთ

10 ივნისს, ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე საგზაო ნიშნის „შელკოვის რაიონი“ თვითნებური მოხსნის შემდეგ, რუსეთის ამ ორი რეგიონის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იზრდება. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სოციალურ ქსელში ამ საქმის განხილვაში ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვიც ჩაერთო.

საგზაო ნიშანი „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი” დაღესტნის მცხოვრებლებმა 10 ივნისს თვითნებურად მოხსნეს. მათი აზრით, აღნიშნული საზღვრის მდებარეობა უფრო დასავლეთით არის. მათგან განსხვავებით, დაღესტნისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საგზაო ნიშანი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, მართებულად იყო განთავსებული. ამასთან, ჩეჩნეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოხსნილ საგზაო ნიშნებს ისევ თავის ადგილზე დააბრუნებს.

ინციდენტს გუშინ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაგომედ დაუდოვსა (რომელიც პირადად მივიდა საზღვარზე) და ადგილობრივ დაღესტნელ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

დღეს ინციდენტის შეფასებაში რამზან კადიროვი სოციალური ქსელის - ინსტაგრამის - საშუალებით ჩაერთო. მან დაღესტნის ხელმძღვანელს ვლადიმირ ვასილევს გაწონასწორებული მიდგომისა და სწორი პოზიციისათვის მადლობა გადაუხადა. თუმცა ასევე დასძინა, რომ პროვოკაციასა და პიროვნულ შეურაცხყოფას არ მოითმენს.

„ნუ წერთ კომენტარებს, რომლებიც ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფს. თუ თქვენ შეურაცხყოფთ ჩემს სისხლს, გვარს, ჩემს ოჯახს და ხალხს, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ დაუფიქრდით რას ამბობთ, თითებს მიაქციეთ ყურადღება, თორემ დაგამტვრევთ თითებს და ამოგაძრობთ ენას - გაითვალისწინეთ. ჩვენ არც ერთ პროვოკაციულ კომენტარს და ვიდეო-პუბლიკაციას უყურადღებოდ არ დავტოვებთ“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.

ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა-მონიშვნა მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ეს პროცესი 2021 წლისთვის უნდა დამთავრდეს, მათ შორის, ზუსტი საკადასტრო რუკების შესადგენად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო