თურქეთის თავდაცვის სამინისტრო „ეფ-35“ პროგრამაზე აშშ-დან მიღებულ წერილს აკრიტიკებს

წინა კვირაში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა აშშ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანისგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, თუ როგორ დატოვებს თურქეთი „ეფ-35“-ის პროგრამას, თუ უარს არ იტყვის რუსული „ეს-400“-ის შეძენაზე. ამ ცნობას „როიტერსი“ ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილში გამოყენებული ენა არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას და მოკავშირეთა შორის არსებულ ურთიერთობებს. სამინისტროს განცხადებაში მოყვანილია მინისტრ აკარის ციტატა, რომლის თანახმადაც ანკარა პასუხს ამზადებს და ის შეერთებულ შტატებში უახლოეს დღეებში გაიგზავნება.

მინისტრმა დასძინა, რომ ის თავის ამერიკელ კოლეგას ტელეფონითაც დაელაპარაკება და შეხვდება თვის ბოლოს ნატოს მინისტერიალზე.

„ჩვენ ღიად და ნათლად განვიხილავთ ჩვენს პოზიციებს“, - აცხადებს აკარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს