საპენსიო სააგენტოს დირექტორმა სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, სადაც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო საააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საპენსიო რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები ახალგაზრდებმა ლევან სურგულაძეს. ნაშრომები შემდეგ თემებზე წარუდგინეს: საქართველოს საპენსიო რეფორმის სოციალური სიკეთეები; უცხო ქვეყნების საპენსიო რეფორმების გამოცდილება და გამოწვევები; საერთაშორისო საპენსიო რეფორმებისა და საქართველოს საპენსიო რეფორმის შედარებითი ანალიზი; საპენსიო რეფორმა და ეკონომიკური განვითარება.

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საუკეთესო ნაშრომის ავტორები გამოავლინა და სერტიფიკატებით დაასაჩუქრა. შეხვედრა ,,საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა