ეროვნული თავდაცვის აკადემიაში  კონფერენცია -,,ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები'' გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -,,ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები'' გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ კონფერენციას ეროვნული თავდაცვის აკადემიის პერსონალთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია მიესალმა.

სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის კონფერენციები სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე.

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ სერტიფიკატები გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო