ადვოკატი  -  სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის დედა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ შვილისთვის დაზიანება არ მიუყენებია

ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას შვილისთვის არც ერთი დაზიანება არ მიუყენებია, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ადვოკატმა, თამარ დოხტურიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დადგენილი არ არის, თუ რა ვითარებაში მიიღო 4 წლის ბავშვმა ტვინის შეშუპება.

"ბავშვის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის შეშუპებაა, მაგრამ ბავშვმა რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანება, არ იკვეთება. ამაზე არც კომპლექსური ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ მას შვილისთვის არც ერთი დაზიანება არ მიუყენებია. ის ძალიან განიცდის და სულიერად მძიმე მდგომარეობაშია. პრესასთანაც უჭირს ურთიერთობა", -განაცხადა დოხტურიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ, რომელიც ლელა ქსოვრელის შვილია, სასამართლოში განაცხადა, რომ ქსოვრელი ყურადღებიანი დედა იყო.

"დღეს დაიკითხა გარდაცვლილი ბავშვის და, ანუ ლელა ქსოვრელის შვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დედა იყო ძალიან თბილი, ძალიან ყურადღებიანი ყველა შვილის მიმართ და ყოველთვის მოწესრიგებული ჰყავდა ყველა ბავშვი. ქსოვრელს შვილთან კონფლიქტი რომ ჰქონოდა, ეს მოწმეს არ დაუფიქსირებია. დღეს დაკითხული პირი 4 წლამდე სხვაგან იზრდებოდა, ხოლო აგვისტოდან იანვრის ჩათვლით, ლელასთან", - განაცხადა დოხტურიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლელა ქსოვრელმა თავის არასრულწლოვან შვილს ნინო ზალინაშვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ბავშვი გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს, ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარეგინდა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა