საქართველოში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიის (CEESP) სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო და გავხსნა საქართველოში გამართული ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის პირველი შეხვედრა. მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IUCN გამოცდილების გაზიარება და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გვაქვს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს ტყის სექტორის განვითარების, დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით განხორციელებული სიახლეები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ IUCN ექვს თემატურ კომისიას, მათ შორის, ევროპის გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის კომისიას (CEESP) აერთიანებს, სადაც ათი ათასამდე მეცნიერია რეგისტრირებული და რომელთა საქმიანობა, ძირითადად, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას, ეკოსისტემების მდგრად მართვას უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა