ადა მარშანია - შემიძლია “ბავშვის უფლებათა კოდექსს“ თამამად დავუჭირო მხარი - ეს არის მართლაც ჩვენი ეროვნული, ქართული კოდექსი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ

შემიძლია “ბავშვის უფლებათა კოდექსს“ თამამად დავუჭირო მხარი - ეს არის მართლაც ჩვენი ეროვნული, ქართული კოდექსი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო პაკეტის კენჭისყრაზე გატანის წინ გააკეთა.

“მე ვიყავი დეპუტატი, რომელმაც ამ კოდექსის წინააღმდეგ ძალიან ემოციურად და გაბრაზებულად გაილაშქრა, იმიტომ, რომ იყო გასაბრაზებელი. საოცარი თანამშრომლობა შედგა კომიტეტში, რაც არის პირველ რიგში, სოფო კილაძის დამსახურება. სასულიერო და ყველა დაინტერსებულ პირთან ერთად, მისხალ-მისხალ, სიტყვა-სიტყვით გავიარეთ კოდექსი. შემიძლია მხარი თამამად დავუჭირო მას და განვაცხადო, რომ ეს არის მართლაც ჩვენი ეროვნული, ქართული კოდექსი ბავშვთა უფლებების დაცვის”, - განაცხადა ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით 82- ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა