სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი და დაიკითხა

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს მისი შვილი დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ჟორჟოლაძემ ჟუნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საქმის მწარმოებელი გამომძიებლებიც დაიკითხნენ.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარმომავლობის, ავთენტურობის, შინაარსის, სისწორის შესახებ. ასევე დაიკითხა, ბრალდებულის მეზობელი, რომელიც ერთ-ერთი შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, ასევე დაიკითხა, გარდაცვლილის და, რომელიც მოცემულ საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედაა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოწმე არ ცხოვრობდა ამ ოჯახში, სასამართლოს მიაწოდა თავისი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს პიროვნება არ ცხოვრობდა ოჯახში, მას ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. აღნიშნული მოწმე ზოგადად დაიკითხა, გარდაცვლილის შესახებ მისთვის ცნობილ ინფორმაციებთან დაკავშირებით. თუნდაც, იმ ფაქტებზე, თუ რა უძღოდა წინ, ამ ბავშვის გაშვილებას და შემდეგში საცხოვრებელ პირობებს.

გარკვეულ გარემოებას, რასაც გამოძიება მიუთითებს არამარტო კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, არამედ ზოგადად, საქმესთან დაკავშირებით, ეს მოწმეც ადასტურებს. სწორედ, ამიტომ იქნა ის სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოძახებული“, - განაცხადა ჟორჟოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. 2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლელა .ქსოვრელმა თავის არასრულწლოვან შვილს ნინო ზალინაშვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ბავშვი გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლ. ქ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს, ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი, არკადი ძავაშვილი. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარეგინდა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო