მამუკა ბახტაძე - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ორპარტიული მხარდაჭერა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის მანძილზე, ორმხრივი თანამშრომლობა გეოგრაფიულად და ეკონომიკურად გაღრმავდა და გაფართოვდა.

“საქართველოს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის. ორივე მოვლენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის კუთხით. ამ და სხვა შეხვედრებზე კარგად გავაცნობიერეთ, რა ვალდებულებების შესრულებას ელიან ჩვენგან ჩვენი პარტნიორები და რამდენად ფასეულია ჩვენი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი სტრატეგიული დახმარება პროგრამის - „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში გამართული წვრთნებისა და ურთიერთავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობითა და ამერიკელი სამხედროების ხელმძღვანელობით საქართველოში ტარდება და მიზნად ისახავს ჩვენს დახმარებას და მრავალეროვნული წვრთნების საშუალებით საქართველოს, აშშ-სა და მონაწილე ერების მზაობის გაძლიერებას. მადლიერებას გამოვხატავთ კონგრესისა და თეთრი სახლისადმი ჩვენი მიმდინარე საჭიროებების აღიარებისთვის, რაც ჩვენი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე მეტ თანამშრომლობაში გამოიხატა”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ ეროვნული თავდაცვის აქტზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას და ამერიკელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

“კონგრესმა აქცენტები გააკეთა რუსეთის უკანონო, სამხედრო ოკუპაციის შედეგად საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევაზე. გასულ თვეს, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორპარტიული მხარდაჭერის მქონე საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას ნებისმიერი აგრესიისგან და რუსეთის ავანტიურიზმის დასჯას სანქციებითა და სხვა მნიშვნელოვანი ბერკეტებით. ქართველი ხალხი აშშ-ის მთავრობისადმი უდიდეს მადლობას გამოხატავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერისთვის რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში”,- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენცია, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს, საქართველოს საელჩოსა და “ჰერითიჯის ფონდისა” თანაორგანიზებით იმართება და მასში აშშ-ის პოლიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა