ბათუმის საქალაქო სასამართლოში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პროცესი კვლავ გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით პროცესი კვლავ გადაიდო.

როგორც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ განაცხადა, ბათუმის მერიისა და მუსლიმი თემის შეხვედრის შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაირღვა თუ არა მუსლიმი მრევლის უფლებები.

სასამართლომ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა იმ მიზეზით გადაიდო, რომ მუსლიმ მრევლსა და ბათუმის მერიას შორის მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეხვედრა ვერ გაიმართა.

მუსლიმი მრევლი ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს. მათ ნებართვასთან დაკავშირებით 2017 წელს ბათუმის მერიას მიმართეს, მერიამ კი ნებართვაზე უარი განუცხადა იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაბამისი არ არის მეჩეთის მშენებლობისთვის. მუსლიმმა მრევლმა ბათუმის მერიის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, ასევე, მათ მეორე სარჩელით მიმართეს სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა დისკრიმინაციის მსხვერპლნი.

სარჩელს ბათუმის საქალაქო სასამართლო 2 წლის განმავლობაში განიხილავს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა