საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე  შოტლანდია დაამარცხა

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე მატჩში შოტლანდია 17 – 12 დაამარცხა.

Sportall.ge - ს ინფორმაციით, პირველი ტაიმი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შოტლანდიასთან წააგეს. შესვენებაზე საქართველოს ნაკრების მთელი პირველი ხაზი შეიცვალა და თამაშიც გამოასწორა, რაც საბოლოოდ, გამარჯვებით დასრულდა.

მატჩი ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიაში თამაშის უფლება მოიპოვონ.

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდია დაამარცხა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა