სოფო ქაცარავა - მე რომ მქონდეს იმის რწმენა, რომ  დავით გარეჯთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა არ გადაიზრდება პოპულიზმში, მოსმენას აუცილებლად გავმართავდით დახურულ ფორმატში

მე რომ მქონდეს იმის რწმენა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა არ გადაიზრდება პოპულიზმში, რისი პრაქტიკაც და გამოცდილებაც არაერთხელ გვქონია, ასეთ საკომიტეტო მოსმენას აუცილებლად გავმართავდით დახურულ ფორმატში, რომელიც იქნებოდა შინაარსობრივად დატვირთული, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ პარლამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სოფო ქაცარავას განმარტებით, კომისიას მუშაობის გაგრძელების საძუალება უნდა მისცენ და შედეგებს დაელოდონ.

„ჩვენ კომისიის მუშაობას ვადევნებთ თვალყურს. მაქვს იმის რწმენა, რომ კომისიას უნდა მივცეთ საშუალება, გააგრძელოს მუშაობა და შედეგებს უნდა დაველოდოთ. ჩვენ ამ პროცესს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ეს”, - განაცხადა ქაცარავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს