კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება გაიმართა

თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის რადიოფილმის „ჩუმად, ხმაურია!“ ჩვენება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფილმზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფი მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, ფილმში გამოყენებულია სცენები გიორგი კიკალიშვილის მხატვრული ფილმიდან „წმინდა გიორგი", გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლიდან "ბურატინო" (რეჟისორი გია კიტია) და ფრაგმენტები მარიონეტების თეატრის სხვადასხვა დადგმებიდან.

ამასთან, „ინტერპრესნიუსთან“ რადიოფილმის შესახებ ისაუბრა ფილმის პროდიუსერმა და ღონისძიების ორგანიზატორმა სოფიო კიკვაძემ.

"ეს არის მულტიმედიური პროექტი - რადიოფილმი. ჟურნალისტები რადიო დოკუმენტალისტიკაში ძალიან იშვითად მუშაობენ. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტები დამეინტერესებინა ამ რადიო დოკუმენტალისტიკით და რადიოფილმებზე მუშაობა დავიწყეთ. რადიოფილმი, რომელიც მოვამზადეთ, არა მხოლოდ რადიოსთვისაა, არამედ ეს არის მულტიმედიური პროექტი. შესაბამისად, გამოყენებული გვაქვს როგორც კადრი, ასევე ფოტო-მასალაც, მაგრამ რადგან რადიოზეა კონცენტრირება, კადრია ბექრაუნდში. ტელედოკუმენტური ფილმი ასევე არის რადიოდოკუმენტური ფილმი. უბრალოდ , ბევრი ნიუანსით და ხმაურით. რადიოფილმი უნდა მოისმინო და თან უნდა დაინახო. აქედან გამომდინარე, მას დიდი დატვირთვა აქვს“, - განაცხადა სოფიო კიკვაძემ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს