მამუკა ბახტაძე - წარმატებით განხორციელებული რეფორმები საქართველოში ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს

საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, აეროპორტები, ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციას(OPIC) კაპიტალდაბანდების გაფართოებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გასულ წელს კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციამ განაგრძო საქართველოში კაპიტალდაბანდების გაფართოება. მის გეგმებს მიეკუთვნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაფინანსება შავი ზღვის სანაპიროზე. ეს პროექტები საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნის შესაძლებლობას ქმნის და უმოკლეს მარშრუტს აყალიბებს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ფასეულობის ტვირთების ტრანსპორტირებისა და მრავალმილიარდიანი მომხმარებლის მყოლი ბაზრების დაკავშირების გზით, რაც ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს ამავდროულად მინიმუმ 120 მილიონით მეტ მომხმარებელთან წვდომას აძლევს. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის გრძელვადიანი რწმენისთვის, რაც მრავალი პროექტის ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ეს რწმენა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული რეფორმები ბევრ ახალ ინვესტორს იზიდავს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციას აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა