მექსიკაში ერთი ჟურნალისტი მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს

შეიარაღებულმა ჯგუფმა მექსიკაში ჟურნალისტი ნორმა სარაბია მოკლა. მკვლელობა ტაბასკოს შტატის ქალაქ უიმანგილოში, ჟურნალისტის საცხოვრებელი სახლთან მოხდა.

სარაბია გამოცემა Tabasco Hoy-თვის სპეციალურ რეპორტაჟებს ამზადებდა. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე გამომძიებლები იმყოფებიან.

ქალაქი უიმანგილო მდებარეობს ვერაკრუსის შტატის საზღვართან, სადაც ბოლო პერიოდში რამდენიმე მკვლელობა მოხდა, რომლებიც დაკავშირებული იყო მილსადენიდან მოპარული ნავთობით არალეგალურ ვაჭრობასთან.

ვერაკრუსში კი დღესვე ადგილობრივი ჟურნალისტი მარკო მირანდა გაიტაცეს, რომელიც პორტალ „oticias a Tiempo-თვის მუშაობდა. ბოროტმოქმედებმა მისი ავტომანქანა ბოკა-დელ-რიოს მუნიციპალიტეტთან აიყვანეს. ხელისუფლება ჟურნალისტის ძებნისა და გათავისუფლების ოპერაციას ახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს