მამუკა ბახტაძე - საქართველოში ბიზნესის კეთების მრავალფეროვანი შესაძლებლობებია, ჩვენს ქვეყანაში აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს

როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო ამ მიღწევით არ კმაყოფილდება.

„სამყარო სავსეა მზარდი რაოდენობისა და მასშტაბის გაურკვევლობებით. ძველი ინსტიტუციები ეროზიას განიცდის. ნაცნობი პარტნიორები რყევების შედეგად ხელახლა ყალიბდებიან. დიდი შესაძლებლობების მქონე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან ჩვენს ირგვლივ. ზოგმა სახელმწიფომ წარუმატებლობა გამოსცადა, ნაწილს - პოლიტიკური გარდაქმნის პერიოდი დაუდგა. როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება.

ველით მეტ ამერიკულ კომპანიას საქართველოში, რომლებიც ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოთი და საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით სარგებლობენ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული და სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებით. ამ კუთხით, ძალიან მახარებს ვაშინგტონამდე სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ჩემი ვიზიტის შედეგები, აქედან კი დალასში მივემგზავრები. შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეების გამოჩენილ წარმომადგენლებთან, ინვესტორებსა და დიდი კაპიტალის მქონე მეწარმე სუბიექტებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან. ჩემი მიზანი იყო მათი ინფორმირება იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას უკავშირდება. საუბარი მაქვს ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს.საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით აშშ-საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო