ირაკლი ოქრუაშვილი - ივანიშვილსაც არ მოუწიოს შევარდნაძის მდგომარეობაში ყოფნა

ნელ-ნელა მესმის გზავნილების შემოგდება, „ქართული ოცნების“ მესვეურები ამბობენ, რომ მესამე ვადით შეიძლება წავიდეთ ხელისუფლებაშიო. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მოძრაობა მზად იქნება „ყველა შესაძლო სცენარისთვის“, რათა დაიცვან საკუთარი ხმები.

„ძალიან კარგად მახსოვს, როცა შევარდნაძე გაიპარა და შემდეგ, მისით დაწყებული და მისი ოჯახით გაგრძელებული, როგორ გვეხვეწებოდნენ, მათთვის დაგვეტოვებინა, თუნდაც კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია. ივანიშვილსაც არ მოუწიოს იგივე მდგომარეობაში ყოფნა. მისი არჩევანია, როგორ შევა ის ისტორიაში, მისი არჩევანია, იარაღს აიღებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მისი არჩევანია, რა ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ქვეყანაში ან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, ან დროებით უარესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ სწრაფად გამოსწორდეს რევოლუციური გზით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს