დავით ზალკალიანი ანაკლიის პორტის საკითხზე მაიკლ პომპეოს განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.

დავით ზალკალიანი ვაშინგტონში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ანაკლიის პორტის საკითხს და ხაზი გაუსვა პროექტის დიდ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, რომლითაც მაიკლ პომპეომ ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. მან ასევე უარყო რაიმე სახის კავშირი სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებასა და კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების გადავადებას შორის. "კონკრეტული ფაქტები ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. რამდენჯერ იქნა გადადებული კონსორციუმის მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რაც დაკავშირებულია ფინანსურად ამ პროექტის დახურვასთან?! გუშინ კიდევ ერთხელ მოხდა ვალდებულების გადავადება. შესაბამისად, მცდარია იმის დაკავშირება, რომ გადავადებები მოხდა გუშინდელი განცხადების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბევრჯერ პრაქტიკულად დადასტურდა ამ პროექტის მნიშვნელობა, იგივე 300 მილიონი იქნა გამოყოფილი ინფრასტრუქტურის და მიწების შესყიდვაზე, რაც ადასტურებს ამ პროექტის მნიშვნელობას ჩვენთვის. სახელმწიფო მდივანმაც საკუთარ გამოსვლაში სწორედ ამას გაუსვა ხაზი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იგი წარადგინა ევროკავშირში პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში და ასევე პროექტი ჩადებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა ასევე შეაფასა სახელმწიფო მდივნის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მაიკლ პომპეო მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. ზალკალიანის თქმით, აშშ-ს მხრიდან რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა სახელმწიფო მდივანთან გამართულ დახურულ შეხვედრაზეც. "სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ამ დემოკრატიულ რეფორმებზე საუბარი იყო მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში. მან ძალიან კარგად მიიღო ის მიმდინარე რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ ახორციელებს, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა. ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება გამოხატული, რაც ძალიან კარგად ესმით პარტნიორებს. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რა თქვა პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა და არა იმას, თუ როგორ ინტერპრეტეციას უკეთებენ მის გამონათქვამს სხვადასხვა პოლიტიკური ძალები. აქ საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს, რომ იგი მიესალმება რეფორმების გაგრძელებას...ეს რეფორმები მისთვის მისაღები რომ არ იყოს, არც მიესალმებოდნენ. ამიტომ გთხოვთ, საზოგადოებას ნუ შეიყვანთ შეცდომაში", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო