მამუკა ბახტაძე  აშშ-ის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ამერიკასთან  სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებსა და მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე, რომლებიც ინვესტორებს უდიდეს სამომხმარებლო ბაზრებზე წვდომას აძლევს.

პრემიერმა ექსპერტებსა და მსხვილი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ცენტრად გარდაქმნას ისახავს მიზნად.

ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის განმავლობაში არსებულ მიღწევებს და თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.

შეხვედრაზე, მამუკა ბახტაძემ ასევე ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და განსაკუთრებით აღნიშნა ამ გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო სადილი ამერიკის საექსპერტო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა