საგარეო უწყება ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის  სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თანათავმჯდომარეები აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. „შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის როლი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში. მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები, შეაჯამეს გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაო ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით და დასახეს სამომავლო პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ასევე, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც განაპირობებენ, როგორც სავაჭრო, ასევე საინვესტიციო მიმართულებებით ორმხრივად სარგებლიანი პროექტების განხორცილებას“, - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა