პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ პირველ მსახურებას მომლოცველები ჩაფხუტებით დაესწრებიან

პარიზში ნოტრ-დამის ტაძარში პირველი მსახურება 15 ივნისს, შაბათს შესრულდება. პარიზის მთავარეპისკოპოსის ფილიპ მარსეს ინფორმაციით, მასზე დასწრების შესაძლებლობა ყველას არ ექნება, მათ შორის ტაძარში ვერც ჟურნალისტები მოხვდებიან.

„ეს შეუძლებელია. დამსწრე ადამიანების რიცხვი მკაცრად შეზღუდულია. ტაძარში მყოფებს ჩაფხუტები ეფარებათ. ტაძარში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხი იქნება დაშვებული“ . - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

მისივე ინფორმაციით, ლოცვა ტაძრის გარეთაც ჩატარდება და მასზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლება.

ხანძრიდან ორი თვის თავზე, პირველი მსახურებისას, საკურთხევლის კურთხევა მოხდება.

პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა.

იხილეთ ვიდეო: პარიზის ნოტრ-დამის ტაძარში პირველი მსახურება 15 ივნისს, შაბათს შესრულდება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს