გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“-დან აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივნისს 09:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში: დიღომი, დიდგორი, თელოვანი, ხოლო 10:00-დან 18:30 საათამდე - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი.

11:35-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომეწარი, მაღაროსკარი. 14:00-დან 15:00 საათამდე - დაბა ფასანაურში და სოფლებში: წითლიანა, ცხვედიეთი, ხევშა და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 16:00 საათამდე - ლუთხუბში, მაქართაში, ბაკურხევში, ჩობალაურებში, უკანამხარში და მიმდებარე სოფლებში.

14:15-დან 16:15 საათამდე დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: სიონს და ორხევს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა