მექსიკის პრეზიდენტი მიგრაციის შესაკავებლად საკუთარ თვითმფრინავს ყიდის და აღებული თანხის გაჭირვებული მოქალაქეებისთვის დარიგებას  გეგმავს

მექსიკის პრეზიდენტი ამერიკის მიმართულებით მიმავალი მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად საკუთარ თვითმფრინავს გაყიდის.

ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორის განმარტებით, თვითმფრინავის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს გაჭირვებულ მოქალაქეებს დაურიგებს და ამით არალეგალური მიგრაციის შეკავებას შეეცდება. მექსიკის პრეზიდენტმა აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ გამოთქვა, რაც თეთრ სახლთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, ოფიციალური ვაშინგტონი მეხიკოს ტარიფებს არ დაუწესებს იმ შემთხვევაში, თუ ის ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტთა ნაკადის შემცირებას შეეცდება.

მექსიკის პრეზიდენტის განკარგულებაში არსებული Boeing 787 Dreamliner 2016 წელს 218 მილიონ დოლარად არის შეძენილი, თუმცა ახლა ის 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს