სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა და სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე მურმან მ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მურმან მ. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს