პიტერ დორანი - ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა

ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა პიტერ დორანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, როდესაც ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, აშშ-ი თავისი პოლიტიკით მრავალი წლის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულია.

“დღეს გაჟღერებული მთავარი სათქმელიც, რომელსაც პირადად სრულად ვიზიარებ, ეს იყო - ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რაც ალიანსის შიგნით უნდა შედგეს და გულისხმობს ევროპელი მოკავშირეების - განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების - აქტიურ ჩართულობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია. საქართველო ნამდვილად მზადაა გაწევრიანებისთვის. ქვეყანამ ალიანსის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მე, როგორც ამერიკელი მივიჩნევ, რომ პროგრესი იმედისმომცემია, რადგან საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა”, - განაცხადა პიტერ დორანმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო