ენტონი კიმი - საქართველო შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია

საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ,- ამის შესახებ “ჰერითიჯის ფონდის” მკვლევარმა ენტონი კიმმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მთავარი საზრუნავია, როგორ გაგრძელდეს წინსვლა, რათა კეთილდღეობა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს.

“საქართველო ნამდვილად შესანიშნავი წინსვლის მქონე ქვეყანაა, მაგრამ ამბის თხრობა აქ არ მთავრდება. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ გაგრძელდეს ეს შესანიშნავი წინსვლა, რათა ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები და კეთილდღეობა. ამდენად, ვაშინგტონში ამ სახის შეხვედრებს საკუთარი წვლილი შეაქვთ ამ კოლექტიურ მიზანსწრაფულობაში და გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ გავხადოთ საქართველო კიდევ უფრო მეტად მზარდი ეკონომიკური სივრცე. ეს შესანიშნავი და ძალიან დროული ღონისძიებაა და სწორედ ახლა დადგა მეტის გაკეთების დრო. საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია სამომავლოდ. აუთვისებელი შესაძლებლობები ნამდვილად უამრავია. მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ და ვიმუშავებთ, რომ გავაძლიეროთ პრაქტიკული და სტრატეგიული ჩართულობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ვფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების ფორმულა”, - განაცხადა ენტონი კიმმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა