კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს გაჯანსაღების გეგმა უნდა წარუდგინონ

თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს გაჯანსაღების გეგმა,- ამის შესახებ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორების ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან, თითოეულმა კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გაჯანსაღების გეგმა , რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად უნდა მოიცავდეს კომერციული ბანკის მიერ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს კომერციული ბანკის ლიკვიდობასთან ან/და გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და ფინანსური სიჯანსაღის აღდგენის მიზნებისათვის.

კანონპროექტის მიხედვით, გაჯანსაღების გეგმას განიხილავს და აფასებს ეროვნული ბანკი. ამასთან, კომერციულმა ბანკმა ყოველწლიურად უნდა გადახედოს და, საჭიროებისამებრ, განაახლოს გაჯანსაღების გეგმა.

„ ყველა კომერციული ბანკი და საბანკო ჯგუფში შემავალი საწარმო ვალდებულია, ითანამშრომლოს ეროვნულ ბანკთან გაჯანსაღების გეგმის შედგენასთან დაკავშირებით, რაც ასევე მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას“, -აღნიშნულია კანონპროექტში.

ცნობისთვის, პარლამენტში უკვე შევიდა საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად) ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომლის ავტორები საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა