თამარ ჟვანია - მაქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული

ნამდვილად არის შესაძლებლობა გაუმჯობესების და მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ს ექსპერტის როლი ექნება, რომელიც თავის ხედვებს წარმოადგენს. ჟვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ რეკომენდაციებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ გვაქვს საფიქრალი იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ანგარიშში აისახა, მათ შორის „ოდირის“ ანგარიშებში. ნამდვილად არის შესაძლებლობა გაუმჯობესების და მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული და ამავდროულად განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეულწილად ექნება ექსპერტის როლი",- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ, იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც დღეს მინისტრი წარმოადგენს, კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მიზანია 2020 წლის არჩევნებამდე, არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო