ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ამ ეტაპზე დაკონსერვებულია

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ამ ეტაპზე დაკონსერვებულია. „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ ეუბნებიან, როდის გადავა აღნიშნულ შენობაში შსს-ს ქვეყდანაყოფები და როდიდან შეიძენს ის ახალ ფუნქციას.

როგორც დაანონსებულია, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი უნდა განთავსდეს, თუმცა რა ფაზაშია პროცესი, შსს-ში არ საუბრობენ. „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში ამ ეტაპზეც მხოლოდ ის განუცხადეს, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი მოეწყობა და ამ გზით მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება მოხდება.

„ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი მოეწყობა. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა საპოლიციო სერვისებით ისარგებლონ, ასევე ეს იქნება ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა. საპოლიციო ჰაბში, როგორც თბილისში, განთავსდება ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება მოხდება“, - აცხადებენ შსს-ში.

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს მას შემდეგ გადაეცა, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2019 წლის იანვრიდან სამუშაოდ თბილისში გადმოინაცვლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს