ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში მოთავსებული მაჯის საათების მალულად გატანის ფაქტზე, ორი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადატანის ფაქტზე, ორი პირი ამხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანებში მოწყობილ სამალავებში განათავსეს, ერთ შემთხვევაში, 874 ცალი, ხოლო, მეორე შემთხვევაში 818 ცალი მაჯის საათი და შეეცადნენ მის მალულად გატანას საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით თურქეთის რესპუბლიკაში.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 53 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით საათების კონტრაბანდის ფაქტზე 2 პირი ამხილეს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო